Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერს პარატიჩი სურს

მანჩესტერ იუნაიტედი უკვე რამდენიმე წელია გუნდის ახალ დირექტორს ეძებს და იტალიური მედია მათი პრიორიტეტული ვარიანტების 3-კაციან სიას აქვეყნებს.

წითელი ეშმაკები მადრიდის ატლეტიკოს სპორტული დირექტორის,ანდრეა ბერტას, პორტუგალიელი ანტერო ენრიკეს,რომელიც წარსულში პორტოსა და პსჟ-ს სპორტული დირექტორი იყო და იუვენტუსის სპორტული დირექტორის,ფაბიო პარატიჩის ვარიანტებს განიხილავენ.

პარატიჩის იუვენტუსთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ის სეზონში 2.8 მილიონ ევროს იღებს.მანჩესტერი მზად არის,რომ მათ არჩევანს როგორც ფინანსური,ასევე ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი რესურსები შესთავაზოს და გუნდის შენების პროცესში სრული თავისუფლება მისცეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.