Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერული გრანდები მილანის ვარკვლავით ინტერესდებიან

მანჩესტერ იუნაიტედი და სიტი ზაფხულში მილანის ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის გაფორმებას შეეცდებიან.

ისმაელ ბენასერი ტრავმების მიუხედავად სტეფანო პიოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ფრანკ კესისთან ერთად გუნდის ნახევარდაცვის ლიდერი იყო და მის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

მილანს 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა მის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს ამოქმედდება, ნებისმიერ მსურველს ალჟირელი ნახევარმცველის გამოსყიდვა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

როსონერი თავის მხრივ ფეხბურთელის კონტრაქტიდან ამ პუნქტის ამოღებას ცდილობს და ბენასერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, თუმცა ამისთვის მილანს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დასჭირდება, რაც ფეხბურთელისთვის ხელფასის მომატებისთვის საჭირო თანხების მიღებაში დაეხმარება.

გათიშვა