Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ იუნაიტედის პირველი წინადადება იუვეს…

კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ ის არა სიტის, არამედ იუნაიტედის რიგებს შეუერთდება.

რამდენიმე იტალიური და ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, წითელმა ეშმაკებმა იუვენტუსს ლეგენდარული პორტუგალიელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო შესთავაზეს და დიდი ალბათობით, ტურინელები ამ წინადადებას დათანხმდებიან.

იუვენტუსი კი თავის მხრივ ევერტონთან კინის ტრანსფერზე მუშაობს და მათ ფეხბურთელის იჯარას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.