Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ იუნაიტედი ლაციოს ნახევარმცველით ინტერესდება

იტალიური წყაროების ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ლაციოს სერბი ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას შეეცდება.

მანჩესტერი პოლ პოგბასთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და Calciomercato-ს ცნობით, თუ ფრანგი ვარსვკლავი წითელი ეშმაკების რიგებს ზაფხულში დატოვებს, ინგლისური გრანდის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ არწივების ფეხბურთელი იქნება.

წყაროს ინფორმაციით, ლაციო მზად არის 26 წლის ფეხბურთელს 60-70 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.