Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ იუნაიტედი ჩალჰანოღლუს ტრანსფერზე გააქტიურდა

Tuttosport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები ჩალჰანოღლუს აგენტს დაუკავშირდნენ და თურქი ფეხბურთელის ოლდ ტრაფორდზე გადაბარგება განიხილეს.

26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ჰაკანის მილანშ დარჩენის სურვილის მიუხედავად, მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ჰაკანი სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს და ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6.5 – 7 მილიონი ევროს მიღება სურს.

მანჩესტერის გარდა, მისი გაფორმებით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მაგრამ ჯერჯერობით ფავორიტად ტურინის იუვენტუსი მოიაზრება.