Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ იუნაიტედმა დაადასტურა, რონალდუ წითელი ეშმაკების რიგებს დაუბრუნდა

მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას წითელი ეშმაკების რიგებში გააგრძელებს.

რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა, რომელიც ბიანკონერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ უარყვეს, მაგრამ როგორც ჩანს რონალდუს გუნდის დატოვება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და საბოლოოდ ის მანჩესტერში დაბრუნდა

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი რონალდუს სანაცვლოდ 20 მილიონს მიიღებს, რასაც შემდგომში 8 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.