Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ბერნარდესკის დაადგა

წითელი ეშმაკები ჯადონ სანჩოს გაფორმებას ცდილობენ და თუ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ,ფედერიკო ბერნარდესკიზე გადაერთვებიან.

დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელისთვის წითელი ეშმაკების გარდა სიტი და მადრიდის რეალიც იბრძვიან და გერმანელები მის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს ითხოვენ.

ამიტომ მანჩესტერმა გეგმა ‘ბ’ შეიმუშავა და წარუმატებლობის შემთხვევაში ბერნარდესკის დამატებას შეეცდება.

იუვენტუსი მზად არის,26 წლის იტალიელს 40 მილიონ ევროდ შეელიოს.ბერნარდესკიმ იუვენტუსის მაისურით 94 შეხვედრა გამართა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.