მანჩესტერ იუნაიტედმა სანჩოს ალტერნატივას იუვენტუსში მიაგნო

წითელ ეშმაკებს შეტევის გაძლიერება სჭირდებათ და მათი პრიორიტეტი ჯადონ სანჩოს გაფორმებაა.თუმცა დორტმუნდი მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს,რისი გადახდაც მანჩესტერს არ შეუძლია და ალტერნატიულ ვარიანტად ფედერიკო ბერნარდესკის მიიჩნევენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით,ოლე გუნარ სოულშერი იტალიელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და დორტმუნდთან მოლაპარაკებების გაფორმების შემთხვევაში,კონცენტრაციას სწორედ მასზე გადაიტანენ.

ფიორენტინაში ბერნარდესკი საოცრად თამაშობდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,თუმცა იუვენტუსში ბოლომდე აშკარად ვერ გაიხსნა და ძირითად შემაგდენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება.

თავად ფეხბურთელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის,რადგან ევროპის ჩემპიონატზე იტალიის რიგებში თამაში სურს და შეზღუდული სათამაშო პრაქტიკით მანჩინი მას არ გამოიძახებს.

მანჩესტერს იუვენტუსიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის,აარონ რემსის დამატებაც სურს და გაჩნდა ჭორები იმის შესახებ,რომ იუვენტუსი მათ სანაცვლოდ პოლ პოგბას მოითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.