მანჩესტერ იუნაიტედს იმობილეს გაფორმება უნდა

ლივერპულის და ნაპოლის შემდეგ,ლაციოს შემტევის გაფორმებაზე პრეტენზია მანჩესტერ იუნაიტედმაც განაცხადა.

Calciomercato-ს მტკიცებით,წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელი იტალიელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია.

30 წლის ფეხბურთელს საოცარი სეზონი აქვს.მან 33 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა და გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილამდე აიყვანა.ლაციო იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

იმობილე ლივერპულში იურგენ კლოპსაც უნდა.ჩირო გერმანელი სპეციალისტის გუნდში უკვე თამაშობდა – დორტმუნდის მაისურით.

ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე ფაქტობრივად გასულია და მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღის დათმობას ადვილად არ აპირებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.