Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ სიტიმ ინტერის სამიზნეს ფასი დაადო

ახალი ცნობების მიხედვით,ბარსელონა და ინტერი ლაუტარო მარტინესის თაობაზე მოლაპარაკებებს წარმატებით განაგრძობენ და დიდი ალბათობით,არგენტინელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

აქედან გამომდინარე,მილანელები მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობენ და ერთ-ერთი ვარიანტი მანჩესტერ სიტის შემტები – გაბრიელ ჟესუსია.

23 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში 2017 წელს მივიდა.ამ დროის განმავლობაში,მან ქალაქელების მაისური 140-ჯერ მოირგო და 63 გოლის გატანა მოახერხა.

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა და მას ფასი 70 მილიონი ევრო დაადო,თუმცა თუ ინტერმა ლაუტარო მართლაც გაუშვა,შესაძლოა ამ თანხის გადახდა მაინც მოახერხოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.