Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ სიტის გაუმჯობესებული წინადადება ნაპოლის

Sky Sport Italia და Sportitalia ამტკიცენებ, რომ მანჩესტერ სიტიმ კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ ნაპოლის ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

ქალაქელები მზად არიან, სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო და ბონუსები გადაიხადონ და დიდი ალბათობით, დე ლაურენტისი ამ წინადადებას დათანხმდება.

ბოლო პერიოდში სიტი კულიბალის ტრანსფერზე პასიურობდა, რადგან ქალაქელები მესის შესაძლო ტრანსფერზე იყვნენ კონცენტრირებული, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელი ბარსაში უკვე ოფიციალურად რჩება და კულიბალიმ კვლავ პირველ პლანზე გადაიწია.

დე ლაურენტისმა კულიბალის წასვლა უკვე დააანონსა და ისიც განაცხადა, რომ მის სანაცვლოდ არსენალიდან სოკრატის პაპასტატოპულოსის შეძენაზე მუშაობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.