Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ სიტი ბენასერის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის

პეპ გვარდიოლამ ისმაელ ბენასერს პირადად დაურეკა და სიტიში გადასვლაზე ესაუბრა.RMC Sport იტყობინება,რომ ინგლისური გუნდი მზარ არის,ბენასერის გამოსასყიდი 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

22 წლის ალჟირელი აფრიკის თასის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მილანს მისი ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

გამოცემის მტკიცებით,გვარდიოლამ ბენასერს სიტის მომავალი პროექტი გააცნო და მიუხედავად იმისა,რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს,სიტიში გადასვლის სისწორეში დარწმუნება სცადა.

მილანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია,თუმცა 16 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელში 50 მილიონის გამომუშავება მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ,საკმაოდ კარგი შედეგია.