Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ სიტი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური წყაროების ინფორამციით, მანჩესტერ სიტი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ბოლო დღეებში საგრძნობლად გააქტიურდა და ინგლისელები ფიორენტინას წინადადებით უკვე იანვარში მიმართავენ.

La Repubblica-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პირადად პეპ გუარდიოლას მოთხოვნაა, რომელსაც გუნდში ჰარი კეინის ხილვა სურდა, თუმცა კონტეს მისვლის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა.

ფიორენტინას ვლაჰოვიჩის იუვენტუსში გაშვება არ სურს და მისი ინგლისში გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა სიტის სერბი ფორვარდის დარწმუნება მოუწევს, რომლის ფავორიტი არჩევანი სწორედ ბიანკოენრი გახლავთ…