Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ სიტი ზელინსკის ტრანსფერით ინტერესდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, პეპ გუარდიოლას მოთხოვნით მანჩესტერ სიტი ნაპოლის შემტევი ნახევარმცველის პიოტრ ზელინსკის ტრანსფერით ინტერესდება.

როგორც რამდენიმე დღის წინ პარტენოპეის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, გუნდში ხელშეუხებელი არავინ არ არის და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელის გაყიდვას აუცილებლად განიხილავენ.

ნაპოლი პოლონელ ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, 50 მილიონ ევროდ აფასებს.