Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩესტერ სიტი ინტერს ლაუტაროს სანაცვლოდ სოლიდურ თანხას უმზადებს

ესპანური სპორტული გამოცემა Todofichajes-ის მტკიცებით, მანჩესტერ სიტი ინტერის ახალგაზრდა ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის გაფორმებით კვლავ ინტერესდება და ნერაძურის სოლიდურ თანხას უმზადებს.

სიტი უკვე დიდი ხანია სერხიო აგუეროს შემცვლელს ეძებს და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ქალაქელები ზაფხულშიც მუშაობდნენ, თუმცა მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

წყაროს მტკიცებით, გუარდიოლას გუნდი 23 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს იხდის.

მიმდინარე სეზონში ლაუტარომ 20 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.