Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერ სიტი მილანს ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ცნობით, მანჩესტერ სიტი მილანის უკანახაზელის ტეო ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება და მზად არის როსონერის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

90min.com-ის ინფორმაციით, ტეო ერნანდესი პირადად პეპ გუარდიოლას მოთხოვნაა და სიტი ესპანელი სპეციალისტის სურვილის დასაკმაყოფილებლად მუშაობას უკვე შეუდგნენ.

წყაროს ცნობით, სიტი მზად არის მილანს პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა შესთავაზოს, რომელიც ტეოს მსგავსად დაახლოებით 60 მილიონად არის შეფასებული.

მილანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ როსონერიმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა მოისურვოს, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივებასთან არის ახლოს.