Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ბალოტელი თავის ტალანტს სანაგვეში ისვრის“

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით,ის ბალოტელისთან მიმართებაში მოთმინებას კარგავს და ამტკიცებს,რომ მარიო თავის უდიდეს ნიჭს არ იყენებს.

დიდი ალბათობით,შემტევმა ბრეშაში თავისი ბოლო თამაში უკვე ჩაატარა.გუნდი მას და მის აგენტს გულგრილობის გამო სასამართლოში უჩივის,ბალოტელი კი ამტკიცებს,რომ გუნდმა ის თავად მოკვეთა ვარჯიშებიდან.

„იმის მიუხედავად,რაც მას გაკეთებული აქვს,მის გამო მაინც ვღელავ.ბალოტელის იმ დროიდან ვიცნობ,როდესაც ის პატარა ბავშვი იყო,მე მას ვაკვირდებოდი და ყოველთვის ვიცოდი,რომ ის საოცარი ნიჭის მქონე იყო.იმედი მაქვს,რომ მარიო თავის შეცდომებს მიხვდება და გონზე მოვა,ის ჯერ კიდევ 30 წლისაა და კარიერის პიკი წინ აქვს.

„იმედი მაქვს,რომ ერთ დღეს მარიო გაიღვიძებს და მიხვდება,რომ თავის ნიჭს სანაგვეში ისვრის.ბალო ძალიან კარგი ადამიანია,თუმცა უცნაური ხასიათ აქვს.მე ბევრჯერ ვუთხარი,რომ მისი პოტენციალი უსაზღვროა და თუ გულით მოინდომებს,საუკეთესო გახდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *