Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინიმ ვერატის ტრავმაზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორამცია, რომ მარკო ვერატი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე აძურის ვერ დაეხმარება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

„საბედნიეროდ ახლა საკლუბო ფეხბურთის სეზონი დასასრულს უახლოვდება და ტრავმიანობაც შედარებით დაიკლებს.

„სამწუხაროდ ვერატის ტრავმა მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ის თამაშს მოახერხებს. მე მარკოს უკვე ვესაუბრე, ტურნირის დაწყებამდე 1 თვეა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ ის აძურის დახმარებას მოახერხებს.“

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სტარტს 11 ივნისს აიღებს, როდესაც აძური ოლიმპიკოზე თურქეთს ნაკრებს მიიღებს.