Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინიმ მუნდიალის წილისყრის შედეგები შეაფასა

იტალიის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ რამდენიმე წუთის წინ გამართული მუნდიალის პლეი-ოფის შედეგები შეაფასა (იხილეთ აქ).

„იყო შანსი, რომ ჩვენ უფრო მარტივი გზა შეგვხვედროდა. ეს ერთ-მატჩიანი დაპირისპირებებია, რაც ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან ერთი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეს.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი კარგად ჩავატარეთ და შვეიცარიის წინააღმდეგ ორივე მატჩში გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით და ახლა წინ უნდა ვიყუროთ.

„ჩვენ გვსურდა, რომ პორტუგალია თავიდან აგვეცილებინა და ალბათ ისინიც იმავეს ისურვებდნენ, მაგრამ ჯერ ჩვენ პირველ რიგში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

„ჟოაო პედროს ნაკრებში შესაძლო გამოძახება ? ის შესანიშნავი ფორვარდია, რომელმაც იტალიური ფეხბურთი კარგად იცის, მაგრამ ნუ იმას, რაც ახლანდელმა აძურის შემადგენლობამ რამდენიმე თვის წინ გააკეთა.“