Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინიმ სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც Globe Soccer Award-ის მიხედვით 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, სერია ა-ში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„სეზონის სტარტზე მე ვფიქრობდი, რომ ყველაზე ძლიერი გუნდი და სკუდეტოდ მოპოვების ფავორიტი იუვენტუსი იქნებოდა, მაგრამ მათ პირველ მატჩებში მოულოდნელად ქულები დაკარგეს და იმის მიუხედავად, რომ ჯერ მათი ჩამოწერა არ შეიძლება, ბიანკონერის ტიტულისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

„ინტერმა ზაფხულში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა, თუმცა მათ ედინ ჯეკო და დუმფრისი ტაიმატეს, რომლებიც სიმონე ინძაგის მოთხოვნებს შესანიშნავად ასრულებენ და დღეისათვის რა თქმა უნდა ფავორიტებად ისინი მოიაზრებიან, თუმცა ნერაძური მილანს, ნაპოლის და ატალანტას უნდა უფრთხილდეს, მართალია მათ ბოლო პერიოდში პრობლემები აქვთ, მაგრამ ასეთი ჩავარდნისგან დაზღვეული არავინ არ არის.“