Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინიმ ტონალიზე უარი თქვა და დიმარკო გამოიძახა…

რობერტო მანჩინიმ ატალანტას ფეხბურთელის მატეო პესინას ჩანაცვლება ერთა ლიგის მატჩებისთვის ინტერის უკანახაზელის ფედერიკო დიმარკოს კანდიდატურით გადაწყვიტა.

პესინამ ტრავმა მილანთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას აძურის რიგებში როსონერის ტალანტი სანდრო ტონალი ჩაანაცვლებდა, მაგრამ რობერტო მანჩინიმ ტონალის ნაცვლად დიმარკოზე გააკეთა არჩევანი.

23 წლის ფეხბურთელისთვის ეს აძურის ძირითად გუნდში პირველი გამოძახება იქნება. იტალიის ნაკრები ესპანეთს ერთა ლიგის ნახევარფინალში ოთხშაბათს, სან სიროზე უმასპინძლებს.