Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინის ემოციური წერილი იტალიას

რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც სტარტს ხვალ, ჩვენი დროით 11 საათზე აიღებს, აძურის ქომაგებს და იტალიას მიმართა.

„ძვრიფასო იტალია,

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოლიმპიკოზე საბერძნეთის წინააღმდეგ მოპოვებული საგზურის შემდეგ ძალიან ბევრი დრო გავიდა. ეს 2019 წლის ოქტომბერში იყო და რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ოლიმპიკოზე ევროპის ჩემპიონატის თავგადასავალი დაგვეწყო.

„2020 წელს ხდებოდა, წელი, რომელიც წინ დიდ სიამოვნებას და კმაყოფილების გრძნობას გვპირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი მოულოდნელად და ტრაგიკულად წარიმართა.

„ეს გამოდგა წელი, რომელშიც თითოეულ ადამიანს თავისი ჩვევების და ჰობის შეცვლა მოუწია. ჩვენ თვეების განმავლობაში გვიწევდა იმ ადამიანების გარეშე ყოფნა, რომლებიც ჩვენ გვიყვარს და სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჩვენგანმა საყვარელი ადამიანები დავკარგეთ კიდეც. თვეები, როდესაც ძალიან მარტივი რაღაცეებიც კი ურთულესი გახდა. ეს პერიოდი მარტივი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასე თუ ისე, ჩვენ ის გამოვიარეთ.

„გლობალური პანდემიის შედეგებს ჩვენ დღესაც ვიმკით და სამწუხაროდ ცოტა ხანი მოცდა კიდევ მოგვიწევს.

„ასეთ დროს, მე ეს სიტყვები არაერთხელ მითქვამს, სპორტი ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სპორტს შეუძლია, რომ თავი უკეთ გვაგრძნობინოს, შეუძლია ცოტა ხანი ჩვენი პრობლემები დაგვავიწყოს, სპორტს ჩვენს გულებში უამრავი პოზიტიური ემოციის მოტანა შეუძლია. ემოციებისა, რომლებიც ახლა, როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება.

„ჩვენი ნაკრების თავგადასავალი ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე საათში იწყება. ჩვენ ვიცით, რომ წარმოვადგენთ დიდებულ პოპულაციას და სწორედ ამიტომ მე, ჩემი სტაფი და 26 იტალიელი ფეხბურთელი ტურნირზე გატარებულ თითოეულ წუთს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსება მაქსიმალურად დავიცვათ.

„ვიცით, რომ ჩვენი თამაშების დროს მთელი იტალია ერთიანი იქნება. სწორედ ამ პერიოდში გვექნება საშუალება, რომ ბოლო პერიოდში განცდილი ტკივილი ცოტა ხანი მაინც დავივიწყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხვალიდან აძურის მაისურის და მთელი იტალიის სიძლიერის დემონსტრირება გვსურს.

„ჩვენ მას პატივს მივაგებთ თითოეულ წუთს, მოედანზე გავალთ უდიდესი სიხარულით და პატივისცემით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს უმშვენიერესი ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

„გაერთიანებულები ლურჯი ცის ქვეშ, ლურჯი მაისურებით, ჩვენ, 60 მილიონზე მეტ იტალიელს ერთი შეძახილი გაგვაერთიანებს: FORZA AZZURI!”