Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინის იტალიამ ფეხბურთის ისტორია გადაწერა !

2018 წელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მანჩინის მისვლის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა წაუგებელი სერია დაიწყო და დღეს აძურიმ ისტორიული რეკორდი დააფიქსირა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და უახლოეს მომავალში მის გაუმჯობესებას ვერავინ მოახერხებს.

ევროპის ჩემპიონებმა ზედიზედ 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირეს, რითიც ბრაზილია-ესპანეთის 35-მატჩიანი სერია გააუმჯობესეს და აძური გახდა პირველი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 36 მატჩი წაგების გარეშე ჩაატარა.

მანჩინის ხელმძრვანელობით, იტალიამ 29 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა, 7 შეხვედრაში კი ქულას დასჯერდა და პროცესში ევროპის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა.