Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინის უარი მანჩესტერს

მანჩესტერ იუნაიტედი, რამდენიმე დღის წინ გუნდის თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გაუშვა, ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ცნობილი გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, წითელ ეშმაკებს გუნდის სათავეში იტალიის ნაკრების თავკაცის რობერტო მანჩინის ხილვა სურდათ.

წყაროს ცნობით, მანჩესტერის წარმომადგენლები მანჩინის უკვე დაუკავშირდნენ და მისი დაწრმუნება სცადეს, რომ აძური დაეტოვებინა, თუმცა მანჩინიმ ინგლისელები უარით გაისტუმრა და მათ უპასუხა, რომ იტალიელი სპეციალისტისთვის ახლა პრიორიტეტი აძურის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანაა…