Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინის 3 პოტენციური შემცვლელი აძურის რიგებში

ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რობერტო მანჩინის გუნდიდან წასვლის შესახებ ასე მალე ალაპარაკდებოდნენ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში არც თუ ისე კარგი შედეგების გამო, იტალიურ პრესაში უკვე მის შემცვლელებზე დაიწყეს საუბარი.

Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ რობერტო მანჩინი გუნდს მუნდიალზე ვერ გაიყვანს, ის ნაკრებს დატოვებს და საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება, მის პოტენციურ შემცვლელებად კი ფაბიო კანავარო, ანდრეა პირლო და მაქს ალეგრი მოიაზრებიან.

წყაროს ცნობით, თუ აძური უკანასკნელმა მათგანმა ჩაიბარა, ტურინელები მაქსის შეცვლას სწორედ მანჩინის კანდიდატურით შეეცდებიან.