Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ჩვენ მზად ვიქნებით“

იტალიელმა სპეციალისტმა ლორენცო ინსინიე და ფედერიკო ბერნარდესკი შეაქო და დასძინა,რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-სთვის მზად იქნება.

ევროპის ჩემპიონატი პანდემიის გამო მომავალ წლამდე გადაიდო.იტალიას ჯგუფში შვეიცარიის,თურქეთის და უელსის ნაკრებები შეხვდა.

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით,თუმცა პანდემიამ გეგმები აგვირია.ბევრს გონია,რომ ჩვენ იოლი ჯგუფი შეგვხვდა,თუმცა ეს ასე არ არის.

„შვეიცარია ისტორიულად იტალიისთვის მოუხერხებელი მეტოქეა.მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და კარგი მწვრთნელები,როგორიც ვლადიმირ პეტკოვიჩია,რომელიც ჩვენ კარგად გვიცნობს.

„თუმცა ჩვენ მზად ვიქნებით და ისეთივე მონდომებით ვითამაშებთ,როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.“

დღევანდელ Coppa Italia-ს ფინალში რამდენიმე იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ითამაშებს და დამატებით გამოცდილებას მიიღებს,მათ შორის ფედერიკო ბერნარდესკი და ლორენცო ინსინიე.

„ინსინიე ნაკრებში ყოველთვის კარგად გამოდიოდა.გატუზოს გუნდში მან კიდევ უფრო მოუმატა.ნაპოლის და იტალიის ნაკრების ტაქტიკა ერთმანეთს ძალიან გავს,რაც მას უფრო დაეხმარება.


„ინსინიეს მსგავსად,აძურას შემადგენლობაში ბერნარდესკიც არაჩვეულებრივარ ირჯებოდა.ის სწრაფია,კარგი ტექნიკა აქვს და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.ყველაფერი მასზეა დამოკიდებული,მან ძალები უნდა მოიკრიბოს,იუვენტუსის ძირითად შემადგნელობაში ადგილი მოიპოვოს და რეგულარულად ითამაშოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.