Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ამდენი შანსი არ უნდა გავანიავოთ…“

რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც იტალიამ ისტორიული რეკორდი დაამხო (იხილეთ აქ), კომენტარი გააკეთა.

შეხვედრა აძურის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბულგარეთთან მატჩის მსგავსად გუნდმა ბევრი შანსი გაანიავა და საბოლოოდ შეხვედრა 0 – 0 დასრულდა.

„ეს იყო მატჩი, რომელშიც ბურთს მეტოქე გუნდის კარში შესვლა უბრალოდ არ სურდა. სამწუხაროდ დღესაც უამრავი მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენებაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

„გაცუდებული პენალტი ? ეს ერთ ეპიზოდია, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ მოედანზე უფრო აგრესიულები, მონდომებულები და ზუსტები უნდა ვიყოთ. ბულგარეთთან მატჩის მსგავსად, დღეს ჩვენ 2 ქულა დავკაგეთ, რადგან ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.“

ჯგუფიდან პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 1 ადგილოსანი გადის, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი პლეი-ოფის თამაში უწევს.

იტალია ამ მომენტისთვის 11 ქულით პირველ ადგილზეა, შვეიცარია კი 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა მათ 2 მატჩი მარაგში აქვთ.

„იქნება თუ არა შვეიცარიასთან ჩანიშნული განმეორებითი მატჩი ნოემბერში გადამწყვეტი ? ახლა ჩვენ ლიტვასთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი შვეიცარიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება.

„რეკორდი ? რეკორდი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა და ჩვენ აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ.“