Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ არჩევანის მხრივ დიდი ფუფუნება მაქვს…“

ავსტრიასთან მატჩის წინ, რობერტო მანჩინიმ პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე გაიმართებ.

„იტალიის მწვრთნელობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი საპასუხისმგებლო სამსახურის მიუხედავად, მათი დახმარებით მე შესანიშნავ დროს ვატარებ.

„უემბლიზე თამაში ძალიან სასიამონო და საამაყო რამ არის. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც აქ თამაშის შანსი არ ჰქონიათ და მათთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

„როდესაც ფეხბურთს თამაშობ, შენი ოცნება სწორედ ასეთ გამორჩეულ სტადიონზე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ბიჭები დიდ სიამოვნებას მიიღებენ და ისეთივე კარგ თამაშს აჩვენებენ, როგორც ეს ჯგუფურზე გააკეთეს.

„ავსტრიას ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, ისინი აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ შეხვედრას სწორი განწყობით უდნა მივუდგეთ და მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ მე მაქვს იმის ფუფუნება, ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად მაღალი დონის ფეხბურთელებიდან ავირჩიო, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაიწყებს ძირითადში, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მე გუნდში 26 სტარტერი მყავს.

„რატომ დავტოვე კინი განაცხადს მიღმა ? სამწუხაროდ განაცხადში მხოლოდ 26 ადგილია და მე ისეთი ფეხბურთელების დატოვება მომიწია, როგორიც კინი, პოლიტანო, მანჩინი და სხვები არიან. მოიზემ იცის, რომ მას აძურის რიგებში დიდი მომავალი აქვს და შანსი აუცილებლად მიეცემა.“