Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი: „ასაკი მნიშვნელოვანი არ არის“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,რობერტო მანჩინიმ,ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართა და უთხრა,რომ ნაკრებში ყველას შეუძლია მოხვდეს,ასაკის მიუხედავად დ ამაგალითად ნიკოლო ზანიოლო მოიყვანა.

„იყავით მონდომებულები და ივარჯიშეთ დაუღალავად.ტექნიკური მახასიათებლები და ხასიათი თუ გაქვთ,მე ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში გამოგიძახოთ და სულაც არ აქვს იმას მნიშვნელობა,გაქვთ თუ არა ნათამაშები პირველ გუნდში.“

„ჩემი შტაბი პრიმავერას ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდება და თუ იქ ვინმე მოეწონათ,აუცილებლად გამოვიძახებ ნაკრებში.“

„ასაკი მნიშვნელოვანი არ არის.ტექნიკა და ხასიათი ის მთავარი კრიტერიუმებია,რაც მე მჭირდება.“

„ჩვენ შანსი უნდა მივცეთ ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას და შანსთან ერთად,შეცდომების დაშვების საშუალებაც.“

Leave a Reply

Your email address will not be published.