Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ აძურის სიმწვავე დააკლდა“

იტალიის ნაკრებმა ბოსნიასთან 1 – 1 ითამაშა და 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. გოლები სტეფანო სენსიმ და ედინ ჯეკომ გაიტანეს. შეხვედრის შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, თუმცა შეტევაში სიმწვავე დაგვაკლდა.

„ეს თამაში ტურინში გამართულ მატჩს ძალიან ჰგავდა. ბოსნია დაცვიდან გვეთამაშებოდა და თამაშს კონტრ-შეტევებზე აწყობდა.

„გამარჯვების სერია უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და ეს ნაკლებად მაღელვებს. კარგია, რომ სერია ფრით დასრულდა და არა მარცხით. ახლა მთელი ყურადღება ნიდერლანდელებთან გასამართ მატჩზე უნდა გადავიტანოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.