Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ბალოტელიმ უდიდესი ტალანტი გაანიავა“

შვეიცარიასთან მატჩის წინ, რომელიც 22:45 საათზე დაიწყება, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა და მარიო ბალოტელიზეც ისაუბრა.

ბალოტელი, რომელიც 31 წლის სულ ახლახანს გახდა, თურქეთის სუპერ ლიგაში ასპარეზობს და ჯერჯერობით გოლის გატანას ვერ ახერხებს.

„მე ბალოტელისთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ ვმუშაობდი, როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა იყო. ის ტექნიკურად გამორჩეული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი გახლდათ და ვფიქრობ, რომ ეს ახლაც ასეა და წესით მარიო ახლა კარიერის პიკზე უნდა იყოს.

„ძალიან იმედის გამაცრუებელია ის, თუ როგორ წარიმათა მისი კარიერა, რადგან ყველამ ვინც ბალოტელის იცნობს იცის, თუ რამდენად კარგი ადამიანი და უდიდესი პოტენციალის მქონე იყო ის.

„შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, მათ 3-4 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ აქ თამაში მარტივი არასოდეს არის.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მოგებით ისტორიაში შევედით და ამას ვერავინ წაგვართმევს, მაგრამ ახლა დროა ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ და იმავე მოტივაციით შევუდგეთ თამაშს, როგორც ამას ევროპაზე ვაკეთებდით.“

შეგახსენებთ, რომ თუ დღეს იტალია არ დამარცხდება, აძური წაუგებელ სერიას 36 მატჩამდე გაახანგრძლივებს და ეს ყველა დროის რეკორდი იქნება…