Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ბალოტელის გამო ძალიან ვწუხვარ“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ბალოტელის სიტუაციაზე ისაუბრა.

იტალიელმა ფეხბურთელმა ბრეშასთან კონტრაქტი სეზონის სტარტზე გაწყვიტა და ის ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.

„ბალოტელის სიტუაცია ძალიან საწყენია, ის ჯერ მხოლოდ 30 წლის არის და მარიოს ძალიან დიდი ტალანტი აქვს, თუმცა მისი ფორმიდან გამომდინარე გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.

„მისი ტექნიკური მახასიათებლები ნაკრებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნებოდა, თუმცა პრაქტიკის გარეშე მისი გამოძახება არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ ის გუნდს იპოვის, მე ის მიყვარს, ბალოტელი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, პირველად რომ ვნახე.

„მან უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან დიდი ნიჭის მფლობელია და სანამ დრო აქვს უნდა მოასწროს, რომ მოედანზე თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს, ფეხბურთელის კარიერა ძალიან მოკლეა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემთხვევის გარდა…“