Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა…“

იტალიის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და იმედი მაქვს, რომ ეს იტალიის საღამოა.

„სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი მნიშნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ ეს თითოეული ნაკრების პრობლემაა და მე ჩემი ბიჭების მჯერა, ისინი ამ რთულ სიტუაციაშიც კი ბოლომდე იბრძოლებენ.

„იტალიას ძლიერი საფუძველი აქვს ჩაყრილი და ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, დღეს სასურველი შედეგით დავასრულებთ მატჩს.“