Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ბონუჩი-კიელინის დუეტმა ისტორია შექმნა“

რობერტო მანჩინიმ ევროპის განვლილ ჩემპიონატზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონობა ?

„ძალიან ბევრს. ჩვენ ამ რთულ პერიოდში მთელი ქვეყანა გავაერთიანეთ და ისინი გავაბედნიერეთ, ეს იტალია ისტორიაში დარჩება და ამაში უდიდესი წვლილი თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის.“

რა იყო წარმატების საიდუმლო ?

„ამის ახსნა ძალიან ძნელია. ჩვენ ეს თავგადასავალი ერთად 3 წლის წინ დავიწყეთ, ჩამოვაყალიბეთ შესანიშნავი გუნდური სული და ჩვენ გვინდოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 2018 წლის კრახის შემდეგ იტალიისთვის პრესტიჟი დაგვებრუნებინა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„2018 წელს ჩვენ მიწასთან ვიყავით გასწორებულები, მაგრამ ბიჭებმა ბრძოლის წარმოუდგენელი სურვილი აჩვენეს. ჩვენ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი ბალანსი შევქმენით და იმ ფეხბურთელებმაც კი, რომლებიც იტალიის ფარგლებს გარეთ ცნობილი არ არიან, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს.“

არის თუ არა ჯორჯო კიელინი ამ წარმატების სახე ?

„ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაში წვლილი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის. ჩვენ გუნდური, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა კიელინი და ბონუჩი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრები არიან, მათ ბოლო 20 წელიწადში იტალიური ფეხბურთის ისტორია დაწერეს.“

ვინჩენცო გრიფომ მწუხარება გამოთქვა, რომ აძურის განაცხადში ვერ მოხვდა.

„ვინჩენცო ამ გუნდის ნაწილი ყოველთვის იქნება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ მე ყველას ვერ წავიყვანდი. მე როგორც გრიფოს, ასევე სხვა ფეხბურთელების გამო, რომლებიც სახლში დარჩნენ, ძალიან ვწუხვარ და ვიცი, რომ მათ შანსი აუცილებლად მიეცემათ.“

ამ წარმატების შემდეგ, ხართ თუ არა უკვდავი იტალიურ ფეხბურთში ?

„ამის თქმა რთულია, უკვდავი ძალიან ძლიერი სიტყვაა. ეს გამარჯვება თითოეულ იტალიელს ეკუთვნის, რომლებმაც კორონა ვირუსის გამო ძალიან დიდი ტანჯვა გამოიარეს.“

რა იგრძენით ფინალური 11-მეტრიანების შემდეგ ?

„ამ გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ჩვენ 50 დაძაბული და დამღლელი დღე გამოვიარეთ და ცრემლები იმ ზეწოლისგან გათავისუფლება იყო, რომელიც იმ პერიოდში დაგროვდა.“