Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ გუნდში არანაირი პრობლემა არ არსებობს“

რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ლიტვასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეხვედრა ხვალ რეჯიო-ემილიაში, Mapei Stadium-ზე გაიმართება და შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც 0 – 0 დასრულდა, სასტარტო შემადგენლობაში ცვილებებია მოსალოდნელი.

„სტეფანო სენსი თავს კარგად გრძნობს. მას კვირის დასაწყისში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ის მზად არის.

„ბერნარდესკი შესაძლოა სასყარტოში ვიხილოთ, რადგან ის დასვენებულია და საჭირო ენერგია აქვს. ნიკოლო ბარელას კი ყვითელი ბარათი აქვს და შესაძლოა მოედანზე პესინა ვიხილოთ.

„2 ფრე ზედიზედ ? ამ საკითხზე ბევრს არ ვდარდობ. ფსიქოლოგიურად ბიჭები თავს შესანიშნავად გრძნობენ, მათ სულ ახლახანს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ამიტომ ზეწოლა მედიიდან ნაკლებად ადარდებთ.

„სამწუხაროდ ზოგჯერ ბურთს მეტოქის კარში შესვლა არ უნდა და გასულ 2 მატჩში ჩვენ ეს ნათლად ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ იტალია ვართ და ასეთ რაღაცეებს ყურადღების გაფანტვის საშუალება არ უნდა მივცეთ, გოლები აუცილებლად მოვა თუ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით.“

მედიაში ჩირო იმობილეს გაცუდებული მომენტების გამო ბევრს აკრიტიკებენ.

„მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ მარიო ბალოტელის სიტუაციას დავუბრუნდით. მე გუნდში არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ ევროპის ჩემპიონატი 26 ფეხბურთელის დახმარებით მოვიგეთ და ჩირო ყოველთვის პირველი არჩევანი იყო.

„იმობილეს გოლებთან დაკავშირებით პრობლემები არასოდეს ჰქონია და ვინ იცის, იქნებ მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ მისი გოლების წყალობით მოვიგოთ.

„ჩვენ გასულ 2 ტურში ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ქულებთან ერთად, ჩვენ გოლებიც გვჭირდება, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენ წინ 3 მატჩი გველოდება და თუ ყველა მათგანს მოვიგებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულად გავალთ. ხვალინდელი შეხვედრა მარტივი არ აიქნება, მათ ფიზიკური გუნდი ჰყავთ და თავს კარგად იცავენ, ამიტომ შქმნილი მომენტების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძირითადი შემადგენლობა ? საკლუბო ფეხბურთ ახლახანს დაიწყო, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატი სულ ახლახანს დავასრულეთ, ამიტომ გუნდს უფრო ენერგიული და დასვენებული ფეხბურთელები სჭირდება, როგორიც ნიკოლო ძანიოლო და სხვები არიან.“