Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ დიდებული იტალია!“

რობერტო მანჩინიმ ევროპიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ტურნირის დასაწყისში ჩემპიონობა ალბათ ყველასთვის წარმუდგენელი იქნებოდა, მაგრამ მე გამორჩეული და დიდებული გუნდი მყავს. მე სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, თუ რამდენად შესანიშნავები არიან ისინი.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველოდებოდა და მატჩის სტარტზე გაშვებულმა გოლმა საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა, მაგრამ ჩვენ ვდომინირებდით. მე ინგლისის გამო ვწუხვარ, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და 11-მეტრიანებში მცირე იღბალიც გჭირდება, მაგრამ ვფიქრობ იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდით, მაგრამ ეს აძურის მაქსიმუმი არ არის, იტალიელები კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ.”