Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ დონარუმა მენტალურად ძალიან ძლიერია, სატრანსფერო ჭორები მას ხელს ვერ შეუშლის“

იტალიის ნაკრების თავკაცმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩის წინ, რომელსაც აძური ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, პრეს-კონფერენცია ჩაატარა და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რასპადორი ? მას ჩიროს და გალოსგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს და შეუძლია, რომ იტალიის ნაკრების მომავალი გახდეს. ის ძალიან ნიჭიერია და ჯერ თავისი პოტენციალის უდიდესი ნაწილი არ გამოუვლენია. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ის პაოლო როსის დონის ფეხბურთელი გახდება.

„შემადგენლობა ? პელეგრინისა და ვერატის გარდა ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის. ხვალ შესაძლოა ჟორჟინიოს დასვენების საშუალება მივცეთ, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეამდგენლობა გადაწყვეტილი არ არის.

„ნახევარდაცვა ? საბედნიეროდ სენსი დაგვიბრუნდა, ვერატის სარეაბილიტაციო პროცედურა კარგად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ის 11-ში თურქეთის წინააღმდეგ.

„პესინას განაცხადს მიღმა დატოვება, როგორც სხვა დანარჩენი ფეხბურთელების, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. ისინი ნაკრებში თამაშს ნამდვიალდ იმსახურებენ, მაგრამ სამწუხაროდ რაოდენობა შეზღუდულია.

„ვინ იქნება ძირითადი ფორვარდი ? ჩვენ ახლა 3 ცენტრალური თავდამსხმელი გვყავს, ძირითადისთვის კი ჩირო და ბელოტი იბრძოლებენ. ჩვენ წინ დატვირთული და ძალიან რთული თამაშები გველოდება, ამიტომ ორივე მათგანი გვჭირდება. ბელოტი და იმობილე ერთანეთს ძალიან ჰგვანან და მათ ერთად თამაში გაუჭირდებათ, ამიტომ მოედანზე ორივეს ყოფნა ძალიან რთულად წარმოსადგენია.

„ხვალ დიდი ალბათობით დაცვაში ემერსონი-სპინაცოლას ვიხილავთ, ფლანგებიდან კი ბერარდი კიეზა შეუტევენ.

„რა თამაშს ველოდები ჩეხეთის ნაკრებისგან ? მათ აგრესიული თამაში და მაღალი პრესინგი უყვართ, ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება.

„ვინ იყო ყველაზე იმედგაცრუებული განაცხადში ვერმოხვედრის გამო ? ეს არც ჩემთვის და არც ფეხბურთელებისთვის მარტივი არ არის, თითოეული მათგანი გულდაწყვეტილები იყვნენ, მაგრამ მათ მომავალში შანსი აუცილებლად მიეცემათ.

„ბონუჩი და კიელინი ? როდესაც ისინი მოედანზე არიან, ისინი გუნდს დამატებით სიმშვიდეს და გამოცდილებას სძენენ. ბოლო 2 წელიწადში მიღწეულ წარმატებაში მათი უდიდესი დამსახურებაა, სწორედ მათი დახმარებით მოვახერხეთ ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებს მარტივად ეჩვევიან.

„დონარუმა ? ჯიჯო თავს კარგად გრძნობს და დარწმუნებული ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას ვერ მოახდენს. ასაკის მიუხედავად, ის ამ დონეზე უკვე დიდი ხანია თამაშობს და მენტალურად ძალიან ძლიერია.

„ქომაგები ? ხვალ მატჩს 1,000 გულშემატკივარი დაესწრება, რაც არც თუ ისე ბევრია. მე იმედი მქონდა, რომ ამ დროისთვის უკეთესი სიტუაცია იქნებოდა. ქომაგების თანდასწრებით თამაში ნაკრებისთვის სულ სხვა მოტივაცია და გრძნობაა.

„მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ? ფინალი ლონდონში…“

გათიშვა