Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო კიპერია და მისი სტატუსი პსჟ-ში ძალიან მიკვირს“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ მუნდიალის პლეი-ოფის და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მოვხვდებით, რადგან ძლიერები ვართ. იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი გუნდი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა, ჩვენ 3 წელიწადში მხოლოდ 1 შეხვედრაში დავმარცხდით, ამიტომ მუნდიალზე აუცილებლად მოვხვდებით.

„ახლაც ძალიან დიდი წუხილით ვიხსენებ შვეიცარიასთან ორივე მატჩშ, რადგან ჩვენ ორივე მათგანში ვდომინირებდით და ძალიან არ გაგვიმართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მარტში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება.

„ჟორჟინიო ? ვფიქრობ, რომ მან Ballon d’Or-ი დაიმსახურა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი არის და გაცუდებული 11-მეტრიანები ამას ვერ შეცვლის. ის ჩელსიში პენალტებს კვლავ უზადოდ ასრულებს, ამიტომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს.“

ჟორჟინიომ 2021 წელს პრემიერ ლიგაში 13 თერთმეტმეტრიანიდან ყველა გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

„დონარუმა ? ჯიჯო მსოფლიოში საუკეთესო კიპერია და სიმართლე რომ გითხრათ, მისი სტატუსი პარიზულ გუნდში ძალიან მაკვირვებს. ასეთი დონის და ტალანტის ფეხბურთელის სკამზე ყოფნა ძალიან ცუდია, რადგან კიპერისთვის სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია.“