Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა“

იტალიის თავკაცის რობერტო მანჩინის აზრით, აძურის კარის დარაჯი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ჯიჯო დონარუმა თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

დონარუმას ჩემპიონთა ლიგაზე დებიოტი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჰქონდა და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

„ჯიჯომ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ის მსოფლიოში საუკეთესო კიპერია და იმის მიუხედავად, რომ პსჟ-ს უკვე ჰყავს უმაღლესი დონის მეკარე, ის ძალიან მალე პირველი ოფცია გახდება.“

ოთხშაბათს იტალია ერთა ლიგაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ფინალში კი მისი შესაძლო მეტოქე ბელგია ან საფრანგეთი იქნება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კარგ ნახევარფინალურ მატჩს ჩავატარებთ, ფინალში გასვლას შევძლებთ და იქაც თავს კარგად წარმოვაჩენთ.“