Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ერთა ლიგაზე კარგი სანახაობა გველოდება“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის წილიწყრის შედეგები შეაფასა (შედეგები იხილეთ აქ).

აძური ‘სიკვდილის ჯგუფში’ მოხვდა და მათი მეტოქეები ინგლისი, გერმანია და უნგრეთი იქნებიან.

„ძალიან კარგი ჯგუფი გამოვიდა. იტალია, ინგლისი, გერმანია და უნგრეთი ოთხი ძლიერი ნაკრებია და დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგებს შესანიშნავი სანახაობა ელოდებათ.

„ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში ფეხბურთის ნაწილია და ჩვენ ამას სიამოვნების გავაკეთებთ. ჩვენ ინგლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში უკვე ვეთამაშეთ და ვიცით, რომ მათ ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ, ამიტომ ეს 2 ინტენსიური დაპირისპირება იქნება.

„გერმანიას რაც შეეხება, იტალია-გერმანიის დაპირისპირება საფეხბურთო კლასიკაა. ეს ჩემთვის მათ წინააღმდეგ იტალიი ნაკრების თავკაცის ამპლუაში პირველი დაპირისპირება იქნება და ამ გამოწვევას სიამოვნებით შევეგებები.

„უნგრეთს კი იტალიელი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც შესანიშნავად მუშაობს და მათი არდაფასება დიდი შეცდომა იქნება.

„რა იქნება ჩვენი მიზანი ? იტალიის ნაკრები ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის.“