Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ეს იტალიის მაქსიმუმი არ არის“

იტალიის თავკაცის რობერტო მანჩინის თქმით, იტალია ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს და განვითარება გააგრძელოს.

აძური ბულგარეთის ნაკრებს მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ხვალ 22:45 საათზე, ფლორენციაში დაუპირისპირდება.

აძური უკვე 34 მატჩია არ დამარცხებულა და ამ მომენტისთვის ჯგუფში სამივე მატჩის მოგება მოახერხა.

„მინდა პირველ რიგში ქომაგებს, რომლებიც ჩვენ მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მხარს გვიჭერდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის მათი ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იყო.

„ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ მოედანზე ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსგავს თერთმეტეულს გავიყვანთ.

„ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ფინიში არ არის, იმედი მაქვს, რომ ეს აძურის ახალი ეპოქის დასაწყისია, რომელიც ჩვენ უფრო დიდ წარმატებებს გვიმზადებს.

„შესაძლოა თამაშიდან თამაშამდე ჩვენი სქემა და შემადგენლობა შეიცვალოს, მაგრამ იდენტობა არაოსდეს არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ შემტევი მენტალიტეტი უნდა გამოვავლინოთ. გასულ 3 წელიწადში გუნდმა ბევრი გოლი გაიტანა და ცოტა გაუშვა, ეს კი წარმატების საწინდარია.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ და მოვიპოვეთ ტიტული მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდა, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, ჩვენ განვითარებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„ძანიოლო ? მისი თამაშის სტილი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ამიტომ მან შრომა უნდა გააგრძელოს და იმედი მაქვს, რომ თავისი უდიდესი ტალანტის გამოვლენას მოახერხებს.“