Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ეს მარცხი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“

რობერტო მანჩინიმ ესპანეთთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ერთი ინციდენტი მთლიანი თამაშის ბედს წყვეტს. ადრე თუ გვიან ჩვენი სერია დასრულდებოდა, მაგრამ ასეთი მარცხი, როდესაც მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და მარტივი შეცდომები დავუშვით, ძალიან სამწუხაროა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მეორე ყვითელი ბარათის დროს მსაჯს შეეძლო სხვანაირად ემოქმედა, მაგრამ არც ბონუჩის გამართლება შეიძლება, რომელმაც ორივე ბარათი უწყინარ სიტუაციაში მიიღო.

„10 კაცით ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში და მათ კარში გოლის გატანა არის პოზიტივი, რომელიც დღევანდელი მატჩიდან უნდა მივიღოთ.

„სტვენა დონარუმას მიმართულებით ? ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო. დონარუმა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელია, რომელმაც აძურისთვის ბევრი რამ გააკეთა და მას ქომაგების მხარდაჭერა ესაჭიროება.

„მართალია დღეს წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი ჩვენი მხრებიდან გარკვეულწილად რეკორდის წნეხს მოხსნის და ვფიქრობ, რომ უფრო გაგვაძლიერებს.“