Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ვერატი თურქეთთან თამაშს მოახერხებს“

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელშიც აძურიმ ჩეხეთი 4 – 0 გაანადგურა, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა.

„იტალიის ნაკრებმა კორონა ვირუსის გამო ბოლოს საკმაოდ დიდი ხნის წინ ითამაშა და მე მინდოდა იმ აძურის ხილვა, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე ყველა თამაშის მოგება მოახერხა, საბედნიეროდ შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ ჩვენ ასეთი იტალია ვიხილეთ.

„ჩვენ ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომლებსაც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მათ ძალიან ფიზიკური შემადგენლობა ჰყავთ, კარგი ტექნიკით და დიდი გამოცდილებით. მათ ბელგიასთან ფრე ითამაშეს და გამარჯვებას იმსახურებდნენ.

„ეს იტალიისთვის კარგი ტესტი იყო, რომლის ჩაბარებაც მოვახერხეთ და ევროპის ჩემპიონატს კარგ ხასიათზე ვხვდებით.“

იტალიამ ზედიზედ 8 მატჩში იმარჯვა, 25 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არც ერთი ბურთი არ მიუღია. რა კომპონენტში შეუძლია აძურის მომატება ?

„ჩვენ განვითარების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს. იტალიას ძალიან ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პოზიციაზე მომატება შეგვიძლია.

„ტრავმირებულები ? სენსიმ სამწუხაროდ კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით სახლში გაემგზავრება. პელეგრინი სათამაშოდ მზად არის, ვერატის სიტუაცია კი საგრძნობლად გაუმჯობესდა და ვფიქრობ, რომ ის თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს.”

გათიშვა