Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ ვიცოდი, რომ იტალიის ნაკრებს დავაბრუნდებდი“

რობერტო მანჩინის ხელში იტალიის ნაკრებმა ტრანსფორმაცია განიცადა. აძურიმ 2020 წლის ევროპის შესარჩევი 10 მატჩიდან ათივეს მოგება მოახერხა და ჩემპიონატს დიდი ამბიციებით ხვდება.

ნაკრების გეგმებზე კომენტარი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა:

„მე ნაკრებში ენთუზიაზმს, მეგობრობას და ერთმანეთისადმი პატივისცემას ვხედავ, თავად კი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიწევს მუშაობა.

„მე ნაკრების ყველა წევრთან თავიდანვე შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მათ ჩემი ჯერათ და მზად არიან, ყველა გადაწყვეტილებაში მხარი დამიჭირონ.

„როდესაც მე ნაკრების ჩაბარებას დავთანხმდი, ყველა ამბობდა, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი, რადგან გუნდი ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო. ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და მენტალურად განადგურებული იყო, თუმცა მე ვიცოდი, რომ ჩვენი ფეხბურთი დასრულებული არ იყო.

„ვიცოდი, რომ იტალიას ძალიან ბევრი ტალანტი ჰყავდა, მე უბრალოდ მათი პოვნა მჭირდებოდა და საბედნიეროდ ეს მოვახერხე. ახლა კი ჩვენ მზად ვართ, ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლოთ.“