Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იმობილე იტალიის მთავარ დამრტყმელ ძალად რჩება“

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გოლების სიმწირის გამო, იტალიის ნაკრებს არაერთი ახალგაზრდა ფორვარდი დაუკავშირეს, თუმცა რობერტო მანჩინის თქმით, მარტში გასამართ პლეი-ოფებში ძირითად შემადგენლობაში კვლავ ჩირო იქნება.

„მსოფლიო ჩემპიონატზე საქმე საკუთარ თავებს თავადვე გავურთულეთ, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება მარტში. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გასვლის კარგი შანსი გვაქვს.

„სკამაკა ? საბედნიეროდ იტალიას ბევრი პერსპექტიული ფორვარდი ჰყავს, მაგრამ ამ მომენტისთვის იმობილე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია და არ გაგვიმართლა, რომ მას ბოლო ტურებში ფიზიკური პრობლემები ჰქონდა.“