Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ ინტერმა სკუდეტოს მოგება დაიმსახურა“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ინტერს სკუდეტოს მოპოვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალია ნერაძურის მსგავსად პაუზის შემდეგ ტიტულის მოპოვებას მოახერხებს.

„ინტერმა სკუდეტოს მოგება დაიმსახურა, მათ კონკურენტებთან შედარებით ბევრად სტაბილური თამაში აჩვენეს და შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს.

„ანტონიო კონტე ახერხებს, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელისგან საუკეთესო თვისებები მიიღოს, რაც მწვრთნელისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

„ნიკოლო ბარელა და ალესანდრო ბასტონი მის ხელში ძალიან განვითარდნენ და კარგია, როდესაც მწვრთნელი ახალგაზრდებს თავიანთი ტალანტის გამოჩენის საშუალებას აძლევს.

„გამოვიძახებ თუ არა დარმიანს ნაკრებში ? მას შესანიშნავი სეზონი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ 26 ფეხბურთელზე მეტის გამოძახება არ შეგვიძლია.

„სახლში ბევრ კარგ ფეხბურთელს მოუწევს დარჩენა, რაც სამწუხაროა.

„იმედი მაქვს, რომ ინტერის ისტორია, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ ტიტული მოიგო, ჩვენს შემთხვევაშიც განმეორდება და იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს.“