Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიამ მეტი დაიმსახურა…“

იტალიის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან ნათამაშები ყაიმის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ ჩვენ სასურველი შედეგის მიღება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ორივე მატჩში 11-მეტრიანი გავაცუდეთ, მაგრამ ასეთი რაღაცეები ხდება და წინ უნდა ვიყუროთ.

„ჟორჟინიო ? ის გუნდში 11-მეტრიანების შემსრულებელია და სწორად მოიქცა, რომ დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეს პირველ ნახევარში ჩვენ ინერტულები ვიყავით და თამაშის ტემპში ჩაჯდომა გვიჭირდა, მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ და არაერთი კარგი მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყეენბაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.

„ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი ? ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუ კარგად ვითამაშებთ და გოლებს გავიტანთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს.

„ფიზიკური პრობლემები ? შვეიცარიის წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არ არის, რადგან ისინი ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებულები, თუმცა ვფიქრობ, რომ მეორე ნახევარში ჩვენ გოლი დავიმსახურეთ.