Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი:“ იტალიას თავისი მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია“

იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ იმობილესა და კიელინის გამო, რომლებიც ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ასეთი პრობლემები თითქმის ყველა ნაკრებს აწუხებს და ეს ჩვენთვის თავის გასამართლებელი საბუთი არ უნდა გახდეს.

„ჩვენ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ, ყველაფერი ჩვენს ხელშია, ვთამაშობთ ჩვენი ქომაგების წინააღმდეგ და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მიღწევა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის განაღდება შეგვიძლია.

„ჩვენ ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობა და სქემა გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იტალიის ნაკრები მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

„ფორვარდის პოზიცია ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ბელოტი ჯერჯერობით ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.

„ბარელა თავს კარგად გრძნობს, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვფიქრობ, რომ ხვალ მას მოედანზე ვიხილავთ.

„ზეწოლა ახვალინდელი მატჩის წინ ? ბიჭებმა იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება ხვალ, მაგრამ ჩვენ მშვიდად ვართ და ვიცით, რომ თუ ჩვენი პოტენციალის გამოვლენას მოვახერხებთ, გამარჯვება იტალიას დარჩება.

„შვეიცარიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც ორგანიზებულ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, ისინი ჩვენსავით მოედანზე მაქსიმალურად მონდომებულები გამოვლენ, მაგრამ იტალიამ უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი ისე მოვიგეთ, რომ ამას არავინ მოელოდა, თუმცა ეს დღევანდელი აძურის პოტენციალის მაქსიმუმი არ არის და ჩვენ განვითარებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“