Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მანჩინი:“ იტალია EURO 2020 -ის მოსაგებად იბრძოლებს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აძურის მიზნებზე და ნიკოლო ძანიოლოზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა მოვიგოთ. იტალიამ ყოველთვის გამარჯვებაზე უნდა იფიქროს მაშინაც კი, როდესაც ფავორიტთა რიგებში არ არის. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ყოველთვის უმაღლესი შედეგისთვის უდნა ვიბრძოლოთ.

„ძანიოლო? მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მის დაბრუნებას მთელი ნაკრები და იტალია მოუთმენლად ელოდება. ის ძალიან ახალგაზრდაა და ტრავმის მოსაშუშებლად და მწყობრში დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო აქვს, იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ნიკოლო ჩვენს რიგებში იქნება.“

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published.