Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩინი იტალიის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას თქმით, რობერტო მანჩინი აძურისთან კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაახანგრძლივებს.

მანჩინის მიმდინარე კონტრაქტი ნაკრებთან წლის ბოლოს იწურება და რამდენიმე თვის წინ იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის დიდი ალბათობით საკლუბო საქმიანობას დაუბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფედერაციამ მისი დაყოლიება მოახერხა და მანჩინი ნაკრებში 2026 წლის ბოლომდე დარჩება.

„კონტრაქტის გაოფიციალურებამდე რამდენიმე დეტალი გვაქვს მოსაგვარებელი და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერზე შევთანხმდებით. მისი მუშაობით თითოეული ჩვენგანი კმაყოფილია და არ შეიძლება, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე გაჩერდეს.“